სამარცხვინო შაპიტოს საგამოძიებო კომისია დაარქვეს... დაჭერას არ გამოვრიცხავთ - ალეკო ელისაშვილი
"სამარცხვინო შაპიტო" - ამ შეფასებას აძლევს "კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" პარლამენტში მიმდინარე პროცესებს.
ოპოზიციონერი პროკურატურის მიერ თეა წულუკიანის მიმართვის შემდეგ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და ივანიშვილის გუნდის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების სერიის დაწყებას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, წულუკიანის კომისიას ივანიშვილის პარტია რეპრესიებისთვის იყენებს.
მათ ხელში არავის არ გვაქვს გარანტია, რომ არ დაგვიჭერენ და რა მოტივით და როდის დაგვიჭერენ, ვნახოთ... ყოველ შემთხვევაში, არავის ამათი არ ეშინია. დაჭერას არ გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, უნდათ, რომ გამოიყენონ ეს რაღაც სამარცხვინო შაპიტო რაც მოაწყეს და საგამოძიებო კომისია დაარქვეს, რომ ნაციონალების დროს რაღაცები რომ მოხდა, ის უნდა გამოვიძიოთო.
13 წელი გავიდა, ეტყობა, თავისი მხარდამჭერები შტერები ჰგონიათ და იმიტომ აკეთებენ ამას, თორემ დანარჩენი ნორმალური ამას სერიოზულად არ უყურებს.
რა თქმა უნდა, უნდათ, რომ გამოიყენონ ეს რეპრესიების მექანიზმად და ერთ-ერთი რაც ჩაწერეს, რომ ვინც იქ დარდუბალაში არ მივა დაიჭერენ ერთი წლით და რავიცი, დაგვიჭირონ, იქ არცერთი ნორმალური ადამიანი არ მივა"- აცხადებს ელისაშვილი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ წულუკიანის კომისია "გამოუცხადებლობის გამო" ბადრი ჯაფარიძის საქმეს პროკურატურას გადასცემს.