ქვეყანას კი არა საკუთარ გუნდს ვერ მართავენ - უსუფაშვილი "ოცნების" საკადრო ცვლილებებზე
ქვეყანას კი არა საკუთარ გუნდს ვერ მართავენ - ასე ეხმაურება გრიგოლ ლილუაშვილის თანადებობის გარეშე დატოვებას და "ოცნებაში" მიმდინარე საკადრო ცვლილებებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი.
"ვინ მოხსნეს, ვინ დანიშნეს, ვინ წავიდა, ვინ მოვიდა - ასეთი ცვლილებებით არიან დაკავებულები"- აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი და ამბობს, რომ "ავტორიტარებს კონსტიტუცია არ აინტერესებთ"
ეს არის კრიზისის გამოვლინება. აგერ არჩევნებში გავიმარჯვეთო, აცხადებენ, დავლაგდითო, ქვეყანას ვმართავთო, ქვეყანას კი არა საკუთარ გუნდს ვერ მართავენ და ასეთი ცვლილებებით არიან დაკავებულები, თან ორ დღეში სამი ინფორმაციაა, ვინ მოხსნეს, ვინ დანიშნეს, ვინ წავიდა, ვინ მოვიდა. მათ არ აინტერესებთ საქართველოს კონსტიტუცია, ისე როგორც არცერთ ავტორიტარს კონსტიტუცია არ აინტერესებს. იცით რატომ? - აქ წერია, რომ სუს-ის უფროსი როგორ ინიშნება და როგორ მიდის თანამდებობიდან და როდის. 5 თვეში დავიღალეო? და საკონსტიტუციოს წევრი რომ წავიდა უცებ, 10 წლით დანიშნული, ზუსტად მაშინ, როდესაც მათ ეს თანამდებობა დასჭირდათ ახალი თავმჯდომარის მოსაყვანად?"- ამბობს უსუსფაშვილი.
ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მას რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.
- გუშინ ასევე თანამდებობა დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
- აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წარადგინეს