"ოცნებაში" ლილუაშვილის და კობახიძის ფლანგმა ერთმანეთს წააყარეს" - ხაბეიშვილი
სუს-ის ყოფილი შეფის თანამდებობის გარეშე - ოპოზიცია "ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.
"ერთიანობა- ნაციონალური" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილიი თქმით, ივანიშვილსი გუნდში ლილუაშვილის და კობახიძის ფლანგმა ერთმანეთს "წააყარა", რის შემდეგაც სუს-ის ყოფილი შეფი "ფაქტობრივად სამსახურიდან გააგდეს".
ბიძინა ივანიშვილის გაქანების ენაზე რომ ვთქვათ, წააყარეს პირდაპირ მნიშვნელობით "ქართულ ოცნებაში" ლილუაშვილის და კობახიძის ფლანგმა და ლილუაშვილი აქედან გამოიყვანეს დამცირებული. ფაქტობრივად დასცინეს და სამსახურიდან გააგდეს. ეს დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ კიდევ ერთხელ აჩენს მათ სწრაფვას ძალაუფლებისკენ, ამ შემთვევაში კობახიძეზე ვსაუბრობ, უნდა, რომ ყველაფერი თავად ჩაიგდოს ხელში. მე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩვენს პარტნიორებს აქვთ მტკიცებულებები, რომ ლილუაშვილი, "ოცნება", ივანიშვილი ჩართულია "ქოლ-ცენტრების" საქმეში და ეს ჰელსინკის კომსიას უკვე უთქვამს. ბიძინა ივანიშვილმა ახლა თქვა, რომ მე რა შუაშია ვარ, აგერ ლილუაშვილი იყო ყველაფრის თავი და თავი", - ამბობს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მას რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.
გუშინ ასევე თანამდებობა დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წარადგინეს