"არ გამიკვირდება თუ ლილუაშვილი დაპირისპირებაშია თავის გუნდთან" - გეგელია
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია არ გამორიცხავს, რომ სუს-ის ყოფილი შეფი დაპირისპირებაში იყოს თავის გუნდთან და მათ შორის ინტერესთა აცდენა არსებობდეს.
მისი თქმით, სწორედ განსხვავებული ხედვების გამო დატოვა თანამდებობის გარეშე "ოცნებამ" გრიგოლ ლილუაშვილი.
არ არის გამორიცხული არსებობდეს შიდა დაპირისპირებაც და არ არის გამორიცხული იყოს ინტერესთა აცდენა და განსხვავებული ხედვები, იმიტომ რომ "ქართული ოცნება" არის ჩაძირვის პირას მყოფი გემი. მე არ გამიკვირდება თუ გრიგოლ ლილუაშვილი არის ქმედით დაპირისპირებაში თავის გუნდთან. ყველა ახალი ნაბიჯი არის მიმართული იმისაკენ, რომ საქართველო ოფიციალურად ჩამოყალიბდეს დიქტატურად", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მას რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.
- გუშინ ასევე თანამდებობა დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
- აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წარადგინეს