ამერიკულ "დიფ სთეითთან" ბრძოლას თავი დაანებონ და ქართულ "დიფ სთეითს" მიხედონ - გიორგი შარაშიძე
ამერიკულ "დიფ სთეითთან" ბრძოლას თავი დაანებონ და ქართულ "დიფ სთეითს" მიხედონ - ასე ეხმაურება ივანიშვილის გუნდში არსებულ საკადრო ცვლილებებს გახარიას გუნდის წევრი, გიორგი შარაშიძე.
შარაშიძის თქმით, საკადრო ცვლილელები "ოცნებაში" ივანიშვილის პირად ინტერესებს ემსახურება
ასეთი სამთავრობო გადაადგილება ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის პირად ინტერესებს. თავი დაანებონ ამერიკულ "დიფ სთეითთან" ბრძოლას და პირველ რიგში ქართულ დიფ სთეითს მიხედონ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამოვა. მათ ეს არ შეუძლიათ, რადგან თავად არიან ე.წ. დიფ სთეითის მიერ მარიონეტულად მართული ადამიანები და სწორედ სუს-ი ახალი ხელმძღვანელიც მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ", - ამბობს გიორგი შარაშიძე.
ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მას რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.
- გუშინ ასევე თანამდებობა დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
- აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წარადგინეს