საკადრო ცვლილებები ივანიშვილის გუნდში - რას ამბობს კობახიძე

05.04.25 16:54
საკადრო ცვლილებები ივანიშვილის გუნდში - რას ამბობს კობახიძე

საკადრო ცვლილებები ივანიშვილის გუნდში - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნებისმიერ გუნდში ყოველთვის საჭიროა განახლება".

ივანიშვილის პრემიერი დღეს ირწმუნებოდა, რომ ცვლილებები (გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობის გარეშე დატოვება და რიჟვაძის პოსტის სულხან თამაზაშვილისთვის გადაბარება) "სისტემის კიდევ უფრო მეტად გაჯანსაღებას ემსახურება".

სხვადასხვა მიზეზი ჰქოდნა ამ ცვლილებებს, როგორც მოგეხსენებათ. ზოგადად ცვლილებები, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ემსახურება სისტემის კიდევ უფრო მეტად გაჯანსაღებას. აქ საუბარი არის არა მარტო პერსონალურ საკითხებზე, ყოველთვის არის საჭირო განახლება, ნებისმიერ გუნდში", - ამბობს კობახიძე. 

ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მას რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.