"პირველებმა" აღმოაჩინა, რომ საქართველოს პროკურორის მეუღლის საბანკო ანგარიშები ამ დრომდე მოქმედია

11.04.25 13:00
"პირველებმა" აღმოაჩინა, რომ საქართველოს პროკურორის მეუღლის საბანკო ანგარიშები ამ დრომდე მოქმედია

სანქციების აღსრულების ბიურო გამადიდებელი შუშით ამოწმებს საქართველოს პროკურორის, საგამოძიებო  სამსაუხრის უფროსის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ოჯახის წევრების ანგარიშებს და ფინანსურ ტრანზაქციებს. "პირველებმა" აღმოაჩინა, რომ ამ დრომდე მოქმედია საქართველოს პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის მეუღლის მაგდა მაჩაიძის საბანკო ანგარიშები, მას საქართველოს ბანკში ორი ანგარიში აქვს.

იმის გამო რომ სანქცირებულმა პირმა სხვისი საბანკო ანგარიშები არ გამოიყენონ, ახლა ისინიც განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არიან.

"ოფენ სანქშენის" პორტალზე მოხვდნენ, სანქცირებული ჩინოვნიკების ცოლები  და საქართველოს პროკურორის დედა - მედეა ლომიძე.

როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი განმარტავს, ოჯახის წევრები ახლა მკაცრად გაკონტროლდებიან, რადგან როგორც წესი სანქციებიდან თავის არიდების მეთოდი სწორედ ფულადი ნაკადების ოჯახის წევრებზე გადატანაა.

საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ ოჯახის წევრებზე სანქციების დაწესება არის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რადგანაც როგორც წესი სანქციებიდან თავის არიდების მეთოდი, სწორედ ოჯახის წევრებზე ამ ფულადი ნაკადების გადატანა არის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანა არის იზოლაციაში, პოლიტიკურ იზოლაციაში და როგორც წესი პოლიტიკურ იზოლაციას მოჰყვება ხოლმე ეკონომიკური იზოლაცია. რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც მინიმუმ დასავლური, სანდო ტექნოლოგიით აღჭურვილი კაპიტალი ქვეყანაში არ შემოვა", - ამბობს ხიშტოვანი.

ექსპერტები ამბობენ, რომ საქნცირებული ადამიანები "შავი ჭირის ადამიანებად" მოიაზრებიან, რომელთან საქმის დაჭერას უკვე ყველა ერიდება. 

ასეთი ტიპი სანქციები მოიაზრებენ არამხოლოდ ინდივიდუალური ტიპის სანქციებს, არამდე ამ კონკრეტულ პიროვნებასთან რაიმე ფინანსურ გარიგებაში შესული ადამიანი ხდება სანქცირებული და ასეთ ადამიანებს, როგორც შავი ჭირის ადამიანებს ყველა ერიდება ხოლმე. რეალურ გამოსავლად ამ ადამიანებისთვის, მე განვიხილავ კონვერტით ხელფასის მიცემას, რასაც ისინი თავიანთი დავაკების შესრულებაში იღებენ ხოლმე", - ამბობს ექსპერტი. 

გიორგი გაბიტაშვილის მსგავსად, ქვეყნის უმსხვილესმა ბანკმა ანგარიშები საგამოძიებო სამსახურის უფროსს და შს საქმეთა მინისტრის მოადგილეს  დაუხურა. დაბლოკილია მათი პლასტიკური ბარათები.

  • ცნობისთვის, ბრიტანული სანქციების დაწესებიდან, რამდენიმე წუთში, თიბისი ბანკში გიორგი გაბიტაშვილის ანგარიშები აღარ იძებნებოდა.  სანქციების აღსრულების მოტივით, სავარაუდოდ ბანკმა გააუქმა მთავარი პროკურორის ანგარიშები და დაბლოკა მისი პლასტიკური ბარათები.

დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

 

 

მსგავსი სიახლეები