ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა - მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ
ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა - მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. მარშს პოლიტიკოსების, სტუდენტების, ხელოვანებისა და რიგითი მოქალაქეების გარდა, მესამე სექტორის წარმომადგენლებიც მიუყვებიან.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური "პირველებთან" ამბობს, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება, რადგან მისივე განმარტებით, ქართველ ხალხს არა რუსული, არამედ ნათელი მომავალი სურს.
ნაკლებად მაინტერესებს მათი მუქარები. ამდენი ხანია რაღაცებს გვემუქრებიან, მაგრამ ჩანს ერთი რამ, გულანთებულ ადამიანებს წინ ვერავინ დაუდგება. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ეს ბრძოლა არის აბსოლუტურად ყველასთვის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ გვინდა კარგი, დაცული მომავალი, მშვიდობა. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ხალხის პროტესტი ჯერ კიდევ არის. ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი ღონისძიებები მოეწყობა, მათ შორის 26 მაისსაც, ხალხი აუცილებლად გამოვა". - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცნობისთვის, დღეს, 9 მაისს, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე სტუდენტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.
მშვიდობიან დემონსტრანტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეურთდა.
- არალეგიტიმური არჩევნებიდან დანიშნულ მთავრობას არ აქვს უფლება, რუსეთისკენ მიგვატრიალოს - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპის მოედანზეა
- ჩემი ფეხი არის მყარი - ზურაბიშვილის პასუხი კობახიძეს
ამასთან, ევროპის მოედანზე სცენა მოეწყო, სადაც მოქალაქეები სიტყვით გამოვიდნენ. ადგილზე შეკრებილებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა მიმართეს.