აქციაზე ნაცემი აქტივისტები შსს-ში საკადრო ცვლილებებს ეხმაურებიან

03.06.25 11:20
აქციაზე ნაცემი აქტივისტები შსს-ში საკადრო ცვლილებებს ეხმაურებიან

 

 

აქციაზე ნაცემი აქტივისტები შსს-ში საკადრო ცვლილებებს ეხმაურებიან - მოქალაქეები, ვინც პროევროპულ აქციაზე დაშავდნენ, პირდაპირ ამბობენ, რომ სწორედ გადამდგარი შსს-ს მაღალჩინოსანი, იოსებ ჭელიძე გასცემდა დარბევის ბრძანებებს. 

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. 

პირდაპირ იძლეოდა მითითებებს, თუ როგორ დაერბიათ ადამიანები. ხარებას პირდაპირ ეგ აძლევდა მითითებებს. ჩვენ ვიცით, რამდენად სასტიკად დასაჯეს ადამიანები, ასევე გაზი ჰქონდათ გარეული წყალში და ა.შ. ასევე ეს იოსებ ჭელიძე არის სანქცირებული ევროპული ქვეყნების მიმართ, ზუსტად ამ დარბევევის და ადამიანების უფლებებსი დარღვევის გამო. ასევე ის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა და მის დეკლარაციებსაც რომ გადახედო, ნახავთ, როგორი დარღვევებით არის  შევსებული", - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქციის მონაწილეების თქმით, იოსებ ჭელიძე იყო იმ "ძალადობის შემოქმედი, რაც ხდებოდა რუსთაველზე ნოემბერი-დეკემბრის დღეებში".

ჭყლის ჭავლის გამოყენებისას წყალი არ იყო უბრალოდ წყალი. ეს იყო რაღაც მწველი, რაც წვავდა კანს. დარღვეული იყო ყველა წესი, როგორც ხდება წესით დარღვევა. სასტიკი მეთოდები იყო, ეს გამოიხატებოდა მათ შორის იმაში, რომ წიწაკის სპრეის ურევდნენ წყლის ჭავლში, რაც იწვევდა კანის დამწვრობას და შემდგომ გართულებებს. ჭელიძე იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ სასატიკი დარბევებისა, რაც ხდებოდა რუსთაველზე ნოემბერი-დეკემბრის დღეებში"- აცხადებს პროევროპულ აქციაზე დაშავებული. 

ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ გიორგი იოსებიძე გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორი აღარ არის. მის შემდცვლელად დავით არჩვაძე დაინიშნა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გადადგა, მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძეც ტოვებდნენ. 

  • ეს ინფორმაცია უწყებას ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

ამასთან, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება", რომელიც "შაბათის ეთერმა" ჩაწერა, არ პასუხობს კითხვას - ითანამშრომლებს თუ არა ვახო გომელაურის შემცვლელთან, გელა გელაძესთან. 

"ხარება" გელა გელაძის წარდგენას არ დასწრებია.

მსგავსი სიახლეები