საგარეო: სომხეთში საქართველოს საელჩოს კინოიანის დაკავებაზე სომხეთის ოფიციალური უწყებებიდან შეტყობინება მიუღია
სომხეთში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქის, გიორგი კინოიანის დაკავების შესახებ სომხეთის ოფიციალური უწყებებიდან შეტყობინება არ მიუღიათ - ამის შესახებ "პირველებს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ დაკავებულის ოჯახის ახლობმებლმა აცნობეს უწყებას.
აღნიშნულის თაობაზე სომხეთში საქართველოს საელჩოს აცნობეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა, თუმცა, სომხეთის ოფიციალური უწყებებიდან შეტყობინება საელჩოს დღემდე მიღებული არ აქვს. საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს აღნიშნულ საკითხზე,- ეუბენბიან საგარეო საქმეთა სამინისტროში "პირველებს".
კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.
ამავე თემაზე:
- სომხეთმა რუსეთს შეატყობინა, რომ უკრაინაში ბრძოლისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა
- ქართულ მხარეს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ან სტრასბურგის მექანიზმით, ექსტრადირების პროცესის შეჩერება შეუძლია- მესამე სექტორი
- უკრაინაში მებრძოლი ქართველების პასუხი “ოცნებას“
- რატომ არ გააფრთხილა "ოცნებამ" უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოსალოდნელ საფრთხეზე? - რა ეჭვი აქვთ ოპოზიციაში