იარაღიან ტიპს ბრალი არ აქვს წარდგენილი და თავისუფალია, მე გავანეიტრალე და მე "მაკაჩავა" პოლიციამ და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა! - ლევან ჯობავა

19.09.25 15:48
იარაღიან ტიპს ბრალი არ აქვს წარდგენილი და თავისუფალია, მე გავანეიტრალე და მე "მაკაჩავა" პოლიციამ და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა! - ლევან ჯობავა

აქტივისტი ლევან ჯობავა, რომელმაც აქციაზე შეიარაღებული „ტიტუშკა“ გაანეიტრალა და პოლიციას გადასცა, ახლა თავად სამართალდამცველების მხრიდან უსამართლო მოპყრობაზე საუბრობს.

მისი თქმით, მაშინ, როცა იარაღიანი მოზარდი ბრალის წარდგენის გარეშე თავისუფლდება, თავად  „ძალადობის მუხლით“ საქმე აღუძრეს, რაც პირდაპირ მიანიშნებს "ოცნების" ხელისუფლების მიზანმიმართულ მიდგომაზე.

"ნახე ძამი როგორ ხდება?
იარაღი "პნევმატურია", იარაღიან ტიპს ბრალი არ აქვს წარდგენილი და თავისუფალია, მე გავანეიტრალე და მე მაკაჩავა პოლიციამ და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა!
მოკითხვა ქოცებთან მომთბარ, გასუსულ "კაი ხალხს" განსაკუთრებით ტელევიზიიდან  და რაგბის "ოჯახიდან".
არც ცემის შემშინებია, არც გაშავების და არც დაკავების! 
ქოცებს ისეთი ხალხი ჰყავთ უსამართლოდ დაჭერილი არაფერი გამიკვირდება და პატივიც იქნება! 
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს !
ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს ლევან ჯობავა სოციალურ ქსელში.

აქციის მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმა 15 სექტემბერს მაშინ მოხდა, როცა ტრადიციულად საზმაუს მარში დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ მიემართებოდა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ დაპირისპირების მომენტში ერთ-ერთმა მოზარდმა იარაღის დემონსტრირება დაიწყო და ფაქტრობრივად, ხალხს ემუქრებოდა. 

უკვე ცნობილია, რომ 16 წლის შეიარაღებული პირი იზოლატორიდან გაუშვეს. საქმეზე გამოკითხულია ლევან ჯობავაც. მისი თქმითმაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მას დაუსვეს იმგვარი კითხვები, თითქოს ის თავად იყო "მოძალადე". აქტივისტი მომხდარსაც იხსენებს და ამბობს, რომ თავიდან პოლიცია შეეცადა, ისე გამოეყვანა, თითქოს იარაღი მისი იყო. 

ფოტო: "პუბლიკა"