სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საზღვრის კვეთის საქმეზე პროკურატურის მიყვანილ მოწმეებს უნდა მოუსმინოს. სხდომას ესწრება თავად დაკავებული ბიზნესმენი.
სავარაუდოდ, დღეს ბრალდების მხარე იმ მესაზღვრეს გამოკითხავს, რომელმაც სადახლოს საზღვარზე მანქანის სამალავში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი ვერ იპოვა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს- სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა სასამართლოში გააკეთა.
პროკურატურა ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე გამოძიებას დღემდე არ იწყებს.
- შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.