მაღალი ალბათობით, ლევან ჯობავას დაკავებას უპირებენ - გიორგი ახობაძე
მაღალი ალბათობით, ლევან უპირებენ დაკავებას - ამის შესახებ სასამართლოს მიერ გამართლებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ "პირველებთან" განაცხადა.
ახობაძე ამბობს, რომ შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ სულ ასე თხზავს ლეგენდებს, როგორც გუშინ სამტავრობო მედიით გავრცელებული კადრებით გააკეთა.
უნდა დავასრულოთ უდანაშაულო ადამიანების გატაცებები სასამართლოში - ამბობს გიორგი ახობაძე.
რეალურად იქ არის აღბეჭდილი, როგორ ანეიტრალებს შეიარაღებულ ტიტუშკას. ისინი სულ ასე აკეთებენ, ჩემს შემთხვევაშიაც ასე მხოდა, უბრალოდ სოციალურ ქსელში მოხდა შემზადება ლეგენდის, ლევანთან გააკეთეს ტელევიზიით. ძალიან ცუდად მენიშნა, რომ ჩამოსვლის წინა დღეს მოხდა ამ ლეგენდის შეთხზვა. ყველას ვთხოვ, რომ რაღაცნაირად უნდა დავასრულოთ უდანაშაულო ადამიანების გატაცებები სასამართლოში", - ამბობს ახობაძე.
"დაიცავი ლევანი უსამართლობისგან!" - მოქალაქეები დღეს მხარდაჭერის ნიშნად ჯობავას აეროპორტში დახვდებიან.
სამოქალაქო აქტივისტები შეკრებას 17:00 საათზე დაიწყებენ. არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ლევან ჯობავა, რომელმაც აქციაზე მიგზავნილ "ტიტუშკას" იარაღი წაართვა, დააკაონ, რადგან გუშინ სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც კაფედან იარაღიანი არასრულწლოვანის გაყვანას ასახავს. პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ ვიდეო კადრები არ შეესაბამება მანამდე გავრცელებულ ვერსიას, რომ აქციის მონაწილეებმა იარაღიანი პირი გაანეიტრალეს და ისიც და იარაღიც პოლიციას ჩააბარეს.
- ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაათავისუფლეს არასრულწლოვანი, რომელმაც ბესიკის ქუჩაზე აქციის მონაწილეებთან დაპირისპირების დროს იარაღი ამოიღო. უწყება ამბობს, რომ „იარაღი, რომელიც მას ჰქონდა, ექსპერტიზის თანახმად, არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი“.
ჯობავას ადვოკატი, მარიამ ჯიქია ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, თუმცა ის ვარაუდობს, რომ ეს საქმე „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება“. მისი განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის მუხლითაც.