გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გადაიდო

22.09.25 12:05
გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გადაიდო

საზღვრის კვეთის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გადაიდო - გადადების შუამდგომლობა სხდომაზე ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დააყენა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მეორე ადვოკატი სხდომას ვერ ესწრება. 

შუამდგომლობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.

დაცის მხარემ დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო - კერძოდ, ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა სიაში, სადაც 26 პირია, ლევან მახარაშვილმა პირველი 24 მოწმის ჩვენება უდავოდ ცნო.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე თავად გიორგი ბაჩიაშვილი გამოიკითხება, რის შემდეგადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

  • პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
  • რაც შეეხება მძღოლს ქარუმიძეს, მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს- სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა სასამართლოში გააკეთა.  

პროკურატურა ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე გამოძიებას დღემდე არ იწყებს. 

  • შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.

 

მსგავსი სიახლეები