დააკავებენ თუ არა ლევან ჯობავას? - რას ამბობს პაპუაშვილი

22.09.25 14:52
დააკავებენ თუ არა ლევან ჯობავას? - რას ამბობს პაპუაშვილი

დააკავებენ თუ არა ლევან ჯობავას, რომელმაც აქციაზე მიგზავნილ "ტიტუშკას" იარაღი წაართვა? - დღეს ეს კითხვა "პირველებმა" შალვა პაპუაშვილს დაუსვა.

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე თან ამბობს, რომ შეიარაღებული პირისთვის იარაღის წართმევა დანაშაული არ არის, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ ფიზიკური დაპირისპირება, რომელსაც  ბესიკის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი, არის ძალადობა, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. 

 საჭიროა, ორივე მხარემ ითანამშრომლოს გამოძიებასთან - ამბობს პაპუაშვილი. 

  •  არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ლევან ჯობავა, რომელმაც აქციაზე მიგზავნილ "ტიტუშკას" იარაღი წაართვა, დააკაონ, რადგან გუშინ სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც კაფედან იარაღიანი არასრულწლოვანის გაყვანას ასახავს. პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ ვიდეო კადრები არ შეესაბამება მანამდე გავრცელებულ ვერსიას, რომ აქციის მონაწილეებმა იარაღიანი პირი გაანეიტრალეს და ისიც და იარაღიც პოლიციას ჩააბარეს.

ფაქტია, იქ მოხდა კონფლიქტი, ჩხუბი, ფიზიკური შეხლა-შემოხდა და ამას ჰქვია ძალადობა. პროკურატურა იძიებს ამ ძალადობის ფაქტს. თვითონ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, არავის წინააღმდეგ არ მიდის. ორივე მხრიდან ცნობილია მონაწილეები. აუხსნან სიტუაცია, რა იყო. ნაწილი დაფიქსირებულია კამერაზე, ნაწილი ალბათ, არ არის. ამიტომ არის საჭირო, ყველამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. აღწერონ სიტუაცია, რა მოხდა და ამით გაირკვევა სიმართლე. სხვა როგორ გინდათ, ჩხუბი მოხდა და არაფერი გააკეთოს ვინმემ?! თუ ვინმე ვინმეს იარაღს უმიზნებდა და გამოართვა, კარგია. უთხრან ეს ყველაფერი გამოძიებას, მე რა გითხრათ?! იარაღს თუ უმიზნებდა და წაართმევ, ეს ძალადობა არაა, შესაბამსიად, მის წინააღმდეგაც არაფერი არ იქნება, რავიცი, რა უნდა გითხრათ. თვითონ ფაქტთან დაკავშირებით მიდის გამოძიება. იარაღი ეს არ იყო ცეცლსასროლი იარაღი, იყო პნევმატური და ამ მხრივ არ ექცევა სისხლის სამართლის დანაშაულისიკვალიფიკაციაში. ამიტომ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თორემ რაც შეეხება იქ ჩხუბს და მომხდარ დაპირისპირებას, ამას ჰქვია ძალადობა და ძალადობას იძიებს. ორივე მხარემ ითანამშრომლოს გამოძებას, გაირკვევა, ვინ დაიწყო ჩხუბი, ვინ დაასრულა და ვინ რა გააკეთა, ყველაფერი გაირკვევა " - განაცხადა პაპუაშვილმა. 

არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ლევან ჯობავა, რომელმაც აქციაზე მიგზავნილ "ტიტუშკას" იარაღი წაართვა, დააკაონ, რადგან გუშინ სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც კაფედან იარაღიანი არასრულწლოვანის გაყვანას ასახავს. პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ ვიდეო კადრები არ შეესაბამება მანამდე გავრცელებულ ვერსიას, რომ აქციის მონაწილეებმა იარაღიანი პირი გაანეიტრალეს და ისიც და იარაღიც პოლიციას ჩააბარეს.

"დაიცავი ლევანი უსამართლობისგან!" - მოქალაქეები დღეს მხარდაჭერის ნიშნად ჯობავას აეროპორტში დახვდებიან.სამოქალაქო აქტივისტები შეკრებას 17:00 საათზე დაიწყებენ.

  • ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაათავისუფლეს არასრულწლოვანი, რომელმაც ბესიკის ქუჩაზე აქციის მონაწილეებთან დაპირისპირების დროს იარაღი ამოიღო. უწყება ამბობს, რომ „იარაღი, რომელიც მას ჰქონდა, ექსპერტიზის თანახმად, არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი“.

ჯობავას ადვოკატი, მარიამ ჯიქია ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, თუმცა ის ვარაუდობს, რომ ეს საქმე „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება“. მისი განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის მუხლითაც.

მსგავსი სიახლეები