არსებობს ვერსია, რომ უძილაურს ქარელში გიორგი ჯოხაძე ან მისი წარმომადგენელი უნდა დახვედროდა - პროკურორი
არსებობს ვერსია, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს ქარელში საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, გიორგი ჯოხაძე ან მიის წარმომადგენელი უნდა დახვედროდა და სწორედ ის უნდა დახმარებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლაში. ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ცოტა ხნის წინ მედიასთან განაცხადა.
ამ ეტაპზე ეს გამოძიებას ოფიციალურად არ აქვს დადგენილი, თუმცა იმის გათვალსიწინებით, რომ ის აქტიურ კომუნიკაციას ცდილობდა გიორგი ჯოხაძესთან, არსებობს ვერსია, რომ გიორგი ჯოხაძე ან მისი კონკრეტული პირები, რომლებიც შეძლებდნენ რომ დახამრებოდნენ პროკურორს, თუმცა ისე დატოვეს" - აცხადებს პროკურორი.
დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ლევან ვეფხვაძე განაცხადა, რომ უძლაური როგორც ქარელის მიმართულებით გადაადგილების, ისე სასტუმროში ყოფნის დროს აქტიურად ცდილობდა გიორგი ჯოხაძესთან დაკავშირებას, თუმცა ჯოხაძე მას არცერთ ქსელზე აღარ პასუხობდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე კატეგორიულად დადასტურდა, რომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა ჩაიდინა გელა უძილაურმა. ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც გელა უძილაური წაიყვანა თბილისიდან ქარელში, ამის შემდეგ უძილაური აგრძელებს მოძრაობას, რომ დაუკავშირდეს გიორგი ჯოხაძეს. ამისთვის ის სასტუმროს ნომრიდან როგორ ვოთსაფზე ისე ჩვეულებრივ ქსელზე უკავშირდება, რაც უდავოდ გახადა დაცვის მხარემ ეს მტკიცებულებები, მათ შორის გამოკვლეული იქნა მოწმის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ უძილაური მისული იყო ჯოხაძის ნათესავის, მამუკა ბაღდავაძის სამუშაო ადგილზე, ეძებდა გიორგი ჯოხაძეს. გეტყვით, რომ გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაციები, გამოკითხულია კიდევ დამატებით ათეულობით მოწმე, შესაბამისად, ყოველდღიურად ამ საქმეზე ტარდება საგამოძებო-საპროცესო მოქმედებები", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მანამდე კი სასამართლოში კიდევ ერთმა ტაქსის მძღოლმა - ლაშა ღონღაძემ მისცა ჩვენება, რომელმაც გელა უძილაური მკვლელობის შემდეგ, აღმაშენებლის ხეივნიდან, სასტუმროდან ჯერ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძესთან მიიყვანა, შემდეგ კი, ხინკლის სახლთან.
რამდენიმე ადგილზე უნდოდა გაჩერება, ტარიფი ძალიან დაბალი იყო და ვთხოვე შეკვეთა გაეუქმებინა და ისე წავიყვანდი. მიპასუხა რომ მას ეს არ შეეძლო რადგან სხვამ გამოუძახა ტაქსი. როცა ადგილზე მივიყვანე იქ არავინ დახვდა ამიტომ შევიდა შენობაში, მეც ავყევი მეორე სართულზე, სადაც დაგვხვდა ორი კაცი და ერთი ქალი და რომლებმაც მოგვცეს ვინმე მამუკას ნომერი.” - თქვა ლაშა ღონღაძემ.
რაც შეეხება იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც უძილაური ქარელის მიმართულებით წაიყვანა, სწორედ მან უთხრა დღეს სასამართლოს, რომ ყინწვისში გელა უძილაურს ვიღაც უნდა დახვედროდა.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.