რას უპირებდა ბიძინა ივანიშვილი შოთაძეს? - (კომენტარი)
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე ჰყვება, როგორ ერევა ბიძინა ივანიშვილი სასამართლო საქმეებში. სკანდალურ ვიდეოჩანაწერში რომელიც ექს-მოსამართლემ ქვეყნიდან წასვლამდე ჩაწერა, ალავიძე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი შოთაძის დანიშვნაც სურდა.
ალავიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში უვადო მოსამართლეობას დაჰპირდნენ, ის შოთაძის საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესებას არ დათანხმდა:
შემოთავაზება უვადო მოსამართლესთან დაკავშირებით ბიძინასგან იყო, გვითხრეს, რომ აპირებდნენ ირაკლი შოთაძე საკონსტიტუციოს სასამართლოში წარედგინათ. შოთაძეზე, ის ჩხუბი რომ მოხდა, სკოლის მოსწავლეები რომ მოკლეს, იმ საქმიდან გამომდინარე, ვთქვით, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ რაღაცის გამპრავებლები ვიყოთ, და მარტო სამოქალაქო პალატის მოსამართლეები არ ვიყავით თანახმა. “ქართუს“ მენეჯერი ვინც არის, ის არის საკონტაქტო პირი ბიძინასთან და იმის მეშვეობით, ის ელაპარაკებოდა, დღის ბოლომდე მოიფიქრონო და თუ უნდათ უვადოთ დავნიშნოთო და ბიძინამ გარანტია მისცეს მაგათო, შოთაძეს დაუჭირონ მხარიო. ამის შემდეგ იყო ვასილ მშვნიერაძე, შოთაძეს თუ არ დავუჭირეთ მხარი, ახლა კლანის წევრს რატო დავუჭერთ მხარსთქო და უარი ვუთხარით. თადუმაძემ ბიძინას უთხარიო, ბიძინა გაბრაზდაო და დაწერე განცხადება და წადი სამსახურიდანო, - ჰყვება ალავიძე.
- ალავიძის სკანდალურ ჩვენებას კახა წიქარიშვილი აქვეყნებს. ბესო ალავიძემ კი ქვეყანა უკვე დატოვა და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მოითხოვა.
ასევე ნახეთ :
- როგორ აიძულებდა ივანიშვილი მოსამართლეებს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას - ყოფილი მოსამართლის სკანდალური განცხადება
- ლევან მურუსიძე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ივანიშვილის მოთხოვნით დანიშნეს - ყოფილი მოსამართლე
- ივანიშვილის ადვოკატმა მითხრა, რომ ეროსი [კიწმარიშვილი] მოკლეს - ყოფილი მოსამართლე
- "სუს-მა მოსამართლეები ოთახში ჩაგვკეტა" - ყოფილი მოსამართლე ყვება, როგორ "შეიკერა" "რუსთავი 2-ის" საქმე
- "იქნება გოჭი [სავარაუდოდ ფული]"- ექს მოსამართლე ამტკიცებს, რომ დეპუტატის მამის საქმე "ზემოდან დალაგდა"