ექსპერტები: სისტემურ კორუფციულ დანაშაულში ბურჭულაძის გარდა, სავარაუდოდ, ღარიბაშვილიც იყო გასვრილი

26.10.25 11:49
ექსპერტები: სისტემურ კორუფციულ დანაშაულში ბურჭულაძის გარდა, სავარაუდოდ, ღარიბაშვილიც იყო გასვრილი

შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული კორუფციული სქემა სისტემურ დანაშაულზე მიუთითებს. ექსპერტების შეფასებით, საუბარია არა ერთჯერად შემთხვევაზე, არამედ წლების განმავლობაში გამართულ სქემაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხელმძღვანელობაც იყო ჩართული.

ამას ჰქვია ე.წ. "ატკატი", როდესაც კორუმპირებუბლი ჩინოვნიკები შედის კორუფციულ გარიგებაში ე.წ. ბიზნესმენთან, რომ მოაგებინოს ტენდერი და შემდეგ ეს ე.წ. ბიზნესმენი ქრთამის სახით გადასცემს ამ კორუმპირებუსლ ჩინოვნიკს გარკვეულ პროცენტს. გუშინდელი გადაცემის მიხედვით, კონკრეტულად ბურჭულაძის შემთხვევაში 10%-ზე იყო ლაპარაკი. მთლიანობაში საოცარი ციფრები იქნა დასახელებული, 19 მლნ-მდე ლარი მარტო ბურჭულაძემ კონკრეტულ ბიზნესმენს, ვინმე ტუკვაძეს მოაგებინა და იქიდან 10% თუ მიიღო, დაახლოებით 2 მლნ ლარი მარტო ამ კონკრეტულ ბიზნესმენთან მიმართებით გაუკეთებია. წარმოიდგინეთ, რამდენი გააკეთა კიდევ. 

რა თქმა უნდა, ბურჭულაძე არ იქნებოდა ბოლო ინსტანცია, რომელიც ამ კორუფციულ გარიგებაში სარგებელს მონახავდა. ამისთანა სავარაუდოდ, იყო ღარიბაშვილი, მისი ბოსი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო და სასაცილოა, რასაც ახლა პროკურატურა გვეუბნება, რომ ღარიბაშვილის დანაშაული თურმე მარტო ის არის, რომ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და ეს არ მიუთითა დეკლარაციებში. ესეც დანაშაულია, ცხადია, მაგრამ "ატკატების", ტენდერების და ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვების საკითხში ღარიბაშვილი ისე იქნება გასვრილი, როგორც ახლა თითქმის ვიცით, რომ ბურჭულაძე. ასეთი ტიპის კორუფციული გარიგებები არის სისტემური დანაშაული, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე. 

კორუფციის მკვლევარის, ბესო დონაძის თქმით, მხოლოდ ერთმა შესყიდვამ სახელმწიფო 1.5 მილიონ ლარზე მეტით დააზარალა, ხოლო ყველა კონტრაქტის გაშიფვის შემდეგ შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური ქრთამისა და თანხების მითვისების ფაქტები გამოვლინდეს.

ამ ადამიანებმა ქართული ჯარი გაძარცვეს, ქართული სახელმწიფო გაძარცვეს. მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის ფული აქვს ბურჭულაძეს და მის სამეგობროს და ღარიბაშვილს ნაშოვნი, მაგალითად, ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში და მაშინაც, როდესაც იგი მოადგილე იყო ღარიბაშვილის, მთელ ამ პერიოდში შემოწმდა მხოლოდ 1 ხელშეკრულება, მხოლოდ ერთი შესყიდვით ამ ადამიანებმა მოიპარეს მლნ 500 ათასი და ამ პერიოდში საკმაოდ დიდი რაოდენობის კონტრაქტებია გაფორმებული და ამ კონტრაქტების შემოწმების დროსაც აღმოჩნდება, რომ უფრო მეტი ფული აქვთ წაღებული და ეს დასტურდება კომპანიის ხელმძღვანელის ჩვენებით, - ამბობს ბესიკ დონაძე.  

შაბათის გუდნმა გაარკვია იმ ბიზნესმენის ვინაობა, ვინც ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვაში ჯუანშერ ბურჭულაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ამხილა. ექსკლუზიურად მოპოვებულ საქმის მასალებში გამომძიებელმა ჟურანლისტებმა აღმოაჩინეს ზურა ტუკვაძის ჩვენება, რომელმაც ჯარის ძარცხვაში თანამონაწიოლება აღიარა, თუმცა მოყვა ისიც, რომ ხელოვნურად გაზრდილი პროექტებიდან 10 პროცენტი ქრთამი, ქეშის სახით პირდაპირ ჯუანშერ ბურჭულაძესთან მიდიოდა. 

36 წლის ბიზნესმენის ინფორმაციით, ვისთანაც თავდაცვის სამინისტრო წლები თანამშრომლობდა, ჯარის ძარცვის სქემა შეთანხმებული იყო იმდროინდელ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან. 

მსგავსი სიახლეები