სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, თურქეთი საქართველოში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის
სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო კონტაქტზე იმყოფება საქართველოს ხელისუფლებასთან და ამზადებს თურქეთის სამაშველო ჯგუფებს რეგიონში გამოსაგზავნად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
ასევე ნახეთ:
- აზერბაიჯანის პრეზიდენტი წერს, რომ გარდაცვლილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე
- თურქეთის შს მინისტრი თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება
- „საქაერონავიგაცია“ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
- ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო - ერდოღანის გამოხმაურება