მოსამართლე მაკარაძემ ელენე ბერიკაშვილს 4-დღიანი, ხოლო გია ჯვარშეიშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლე დავით მაკარაძემ აქციების აქტიურ მონაწილეს, ელენე ბერიკაშვილის - 4 დღე, ხოლო გია ჯვარშეიშვილს 7 დღე შეუფარდა.
სასამართლო მათ საქმეებს ერთად განიხილავდა.
ბერიკაშვილი და ჯვარშეიშვილი 19 ნოემბერს, მათე დევიძის სოლიდარობის მარშის დროს, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე დააკავეს. შსს მათ 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პოლიციის დაუმორჩილებლობის გამეორებით ჩადენას ედავებოდა.
რაც შეეხება სხვა პროცესებს:
- 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე დავით მაკარიძემ ხალიბეგ მაგამედოვს
- 4 დღით ციხეში გაუშვა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მარიამ სვანიშვილი
- 5000-5000 ლარით დააჯარიმა გიორგი ჟამერაშვილი და რეზი დუმბაძე მოსამართლე მაკარაძემ
- ასევე 5 000 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ დავით გუნაშვილი
- 3200 ლარით დააჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნელი დიასამიძე