არაფერი არ მინდა, მე უკან უნდა დავბრუნდე - თამარ მეარაყიშვილი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს
ოკუპირებული ცხინვალიდან გამოძევებული თამარ მეარაყიშვილი ბრძოლას აანონებს.
როგორც ის “პირველებს“ ეუბნება, აპირებს ეს საქმე გაიტანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საკუთარი უფლებების დაცვისათვის იბრძოლოს.
თუმცა, ამ ეტაპზე, მისი მთავარი და ერთადერთი თხოვნა დედაქალაქში ყოფნის პროცესში არის ის, რომ ჰქონდეს თავშესაფარი და არ ჰქონდეს იმის იძულება, რომ პერიოდულად გამოიცვალოს საცხოვრებელი.
ომის დროსაც არ დამიტოვებია ახალგორი. ჩვენთან არ იყო ომი, მაგრამ როცა დაახლოებით 90% მოსახლეობის ტოვებს და რჩები სულ სხვა რეალობაში, იმასთან შეგუება ცოტა რთული იყო. მაშინ რუსულიც არ ვიცოდი 2008-ში თან მარტო არ დავრჩენილვარ, ჩემი 11 წლის შვილიც დავტოვე იქ და გავაგრძელეთ ცხოვრება. მე იქ ბინა მაქვს, მშობლები მყავს. აი, ჩემი ყველა მოგონება იქაურობას უკავშირდება.
ისიც შემედავნენ, რომ მე იქ არ ვიყავი დაბადებული, საერთოდ რა საბუთებით ვიყავი იქ, მაგას არკვევდნენ, საიდან მოვხვდი, როგორ მოვხვდი და ეხლა მე აქეთ რაც მოვხვდი და მიკავშირდებიან ჩემი ნაცნობები, მეგობრები, რა გჭირდება, მირჩევენ სად ვიცხოვრო . ორი დღე სხვაგან ვიყავი, ახლა სრულიად უცხო ადამიანებმა შევიფარეს, ჩემმა მეგობარმა სთხოვა. აი, პირველად ვნახე ცხოვრებაში, ერთი ოთახი გამომიყვეს, მესიკვდილებოდა როგორ მივსულიყავი, 31 დეკემბერს იქნება არ უნდოდათ ხო ახალ წელს ვიღაცა უცხო და თან ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ მე სხვა წასასვლელი არა მქონდა. თბილისში არაფერი არ გამაჩნია,არც არაფერი არ მინდ. მართლა არაფერი არ მინდა, მინდა დროებითი, მე უკან უნდა დავბრუნდე, - უთხრა „პირველებს“ მეარაყიშვილმა.