სუს-ში გიორგი კანდელაკიც დაიბარეს
სუს-ში გიორგი კანდელაკიც დაიბარეს - საუბარია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარზე, რომელმაც ჰადსონისს ინსტიტუტთან ერთად მოამზადა დასკვნა იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება რეგიონში ირანული გავლენები.
მანამდე ასევე "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ მდინარაძის უწყებიდან გუბაზ სანიკიძესაც და თინა ხიდაშელსაც დაურეკეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსებთან კითხვები მედიაში გაკეთებული განცხადებების შესახებ აქვთ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს თქვეს, რომ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება აქვთ დაწყებული.
სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა წინა დღეებში "ოცნების" ლიდერების განცხადებები. კახა კალაძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის და ეკა გიაურის კვლევებით დაინტერესებულიყო.