მარნეულში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომელსაც 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა, 19 წლის მძღოლი დააკავეს
19 წლის ბიჭი დააკავეს მარნეულში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე გუშინ ხმაური იყო, ადგილზე პოლიციის გამოზახება გახდა საჭირო.