სამარცხვინო - მარიამ ლაშხი მეუფე ზენონის განცხადებაზე
ეს არის ფარისევლობა - ასე ეხემაურება "ოცნების" წევრი, მარიამ ლაშხი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოს ზენონის მიერ "ტვ პრიველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გაკეტებულ განცხადებას, რომ მეუფე შიო მუჯირი „პატრიარქად საშიშია“.
მისი შეფასებით, სასულიერო პირის განცხადება სამარცხვინოა და მასში ილია მეორის უპატივცემულობა გამოიხატება.
ლაში ამბობს, რომ პატრიარქის არჩევნების წინ დამაზიანებელი განცხადებები, პირველ რიგში დამაზიანებელი თავად ავტორებისთვისაა და არა ეკლესიისთვის.
ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა. თან ეს არის ფარისევლობა. როდესაც ერთი მხრივ ილია მეორეს სახელს ახსენებ, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში ჰყავდა მოსაყდრედ დაყენებული მეუფე შიო, ე.ი. პატივს არ სცემ არც ილია მეორეს და შენი ქმედებები არის ფარისევლობა.
„ნაციონალური მოძრაობისაგან“ გვახსოვს, რომ არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფიზიკურადაც თავს ესხმოდნენ ეკლესიას. არანაირი მორალური უფლება არა აქვთ რაიმე ტიპის კომენტარი გააკეთონ, თუმცა თუ აკეთებენ, პირველ რიგში ისინი აზიანებენ საკუთარ თავს, რადგან საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, ვის აქვს რეპუტაცია, ვინ შემოინახა ეროვნული იდენტობა და ვინ გააგრძელებს ამის შენარჩუნებას. შესაბამისად, ეს არის მათი გადაწყვეტილება არჩევნების წინ - მე მოვუწოდებ, რომ არავინ ჩაერიოს ამ პროცესში, თუმცა დამაზიანებელი განცხადება არის დამაზიანებელი პირველ რიგში ავტორების მიმართულებით და არა ეკლესიის მიმართულებით“, - განაცხადა ლაშხმა.
ცნობისთვის, გუშინ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა მეუფე ისაუბრა კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე და თქვა ისიც, რომ პატრიარქის მოსაყდრე საშიშია პატრიარქად საქართველოს ეკლესიისთვის.
მეუფე ზენონის განცხადებები:
- მეუფე შიო საშიშია პატრიარქად საქართველოს ეკლესიისთვის - მეუფე ზენონი
- მეუფე ზენონი: ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება, ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება
- საპატრიარქოში ჩამოყალიბდა უკანონო ჯგუფი და საკუთარ თავს იმის უფლება მისცეს, რაც კანონიკას არ მიუნიჭებია - მეუფე ზენონი
- ასახელებენ ბიზნესმენს, რომელმაც რამდენიმე მღვდელმთავარს მეუფე შიოსთვის ხმა სთხოვა - მეუფე ზენონი
- სუს-ის ფაილების გამო, ნებისმიერი ხელისუფლება უნდა გადამდგარიყო - მეუფე ზენონი
- მეუფე ისაია დაამცირეს, სინოდზეც ვთქვი - თქვენ ამცირებთ ამ ადამიანს, ეს არის შეურაცხყოფა - მეუფე ზენონი