"ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ჩვენ ეს ოთხი კედელი ვერ გაგვტეხს" - მინდია შერვაშიძის წერილი ციხიდან

06.05.26 22:35
"ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ჩვენ ეს ოთხი კედელი ვერ გაგვტეხს" - მინდია შერვაშიძის წერილი ციხიდან

"ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ჩვენ ეს ოთხი კედელი ვერ გაგვტეხს" - პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებული მინდია შერვაშიძე ციხიდან წერილს ავრცელებს. 

მინდია შერვაშიძე წერს, რომ საზოგადოება პატიმრებს ამხნევებს და პატიმრები ციხიდან საზოგადოებას - "აი ეს არი ის სიყვარული და ის ძალა, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ დაამარცხებს". 

ის წერილში აღნიშნავს, რომ "ეს ბრძოლა იქნება იმის მაგალითი, რომ ჩვენ არავის არ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალ თაობას უნდა დავუტოვოთ ისეთი საქართველო, როგორშიც მათ გაუხარდებათ ცხოვრება". 

თუ ოდესმე რამეს ვუხსნივართ ისევ სიყვარულის ძალაა და მომავალშიც იგი იქნება ჩვენი სიმაგრე.

დავიწყებ ჩვენი უდიდესი და გენიალური ადამიანის სიტყვებით, მერაბ კოსტავას სიტყვებით, ჩვენ გავიმარჯვებთ, მართალია ეს ნაბიჯები არის დაფრთხით აღსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. 

მოგესალმებით, ჩემო ქართველო ერო, ჩემო დებო და ძმებო მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მადლობა გამხნევებისთვის. 
თქვენ რომ არა ჩვენ ვერ ვაჩვენებდით ამ სიმტკიცეს, ამ უტეხობას.
მეგობრებო, თქვენ მაქედან გვამხნევებთ და ჩვენ აქედან, აი ეს არი ის სიყვარული და ის ძალა, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ დაამარცხებს, რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების სისხლით მოპოვებულ მიწა-წყალს მუდამ დავიცავთ და მათ მოპოვებულ თავისუფლებას, რადგან ჩვენ არ ვართ ის ერი, ის ხალხი, ვინც ადვილად თმობს ამ ყველაფერს, ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ჩვენი გმირების სახელებს არასდროს არ შევარცხვენთ და არც არასდროს დავნებდებით, ამ რუს ქოცებს ოდითგანვე ამ ჯალათებს ვებრძვით და ახლაც ამათ ვებრძოლებით. ეს ბრძოლა იქნება იმის მაგალითი, რომ ჩვენ არავის არ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალ თაობას უნდა დავუტოვოთ ისეთი საქართველო, როგორშიც მათ გაუხარდებათ ცხოვრება.
ჩვენ ამ საკანში სულ ერთადერთი ჟინით ვართ და ეს იქნება იმის ბრძოლის ჟინი მუდამ.
ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ჩვენ ეს ოთხი კედელი ვერ გაგვტეხს, ჩვენთვის ეს სასჯელი არის დიდი პატივი, ჩვენ ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის ვართ ამ ოთხ კედელში და მზად ვარ მოვიხადო ეს სასჯელი დიდი პატივისცემით.
ჩვენ ვერც ეს პროკურორები და ვერც ეს მოსამართლეები ვერ გვაშინებს. ჩემი უძვირფასესი სამშობლოსთვის ვერავინ ვერ გაგვტეხს. საკანში რომ შემოდიან, ყველა კედლებს შესცქერიან, ჩვენს საკანში იგრძნობა  რ ე ვ ო ლ უ ც ი ა. ყველა კუთხეში ფოტიები გვაქვს გაკრული და ყველგან წარწერები, ყველას მადლობა რომ გახსოვართ და არ ეგუებით ამ უსამართლობას, მადლობა ყველას გამხნევებისთვის.

დიდება გმირებს," - წერს მინდია შერვაშიძე. 

ცნობისთვის, პირველ აპრილს, მინდია შერვაშიძეს მოსამართლე ელენე გოგუაძემ 1 წლით პატიმრობა შეუფარდა

რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?

ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.

ვინ არის ბექა გოცირიძე?

დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.

აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც  ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს.

ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 8 თებერვალს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები