გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე ძალადობისთვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ

09.05.26 17:24
გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე ძალადობისთვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პირებს - გდდ-ს ყოფილ 3 თანამშრომელს,, რომელთაგან ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

საქმეს გრიფი ადევს, ამიტომაც სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა. 

ასევე ნახეთ:

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.