პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სინდისის პატიმრებზე დასმულ კითხვას არ უპასუხა

12.05.26 10:34
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სინდისის პატიმრებზე დასმულ კითხვას არ უპასუხა

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სინდისის პატიმრების შესახებ დასმულ კითხვას არ უპასუხა - სასულიერო პირმა არ ისურვა საუბარი იმის შესახებ, დააყენებს თუ არა ახალი პატრიარქი დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს ხელისუფლებასთან.

პროტოპრესვიტერმა მხოლოდ  საპატრიარქო არჩევნები შეაფასა და თქვა, რომ იოტისოდენა ეჭვიც კი არ არსებობს საღვთო სამართლიანობასთან დაკავშირებით - "ყველაფერი შესრულდა ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო"

„უდიდესი პატივისცემა და მადლიერება ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ იოტისოდენა ეჭვიც კი არ არსებობს საღვთო სამართლიანობასთან დაკავშირებით, ყველაფერი შესრულდა ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო.

აღსაყდრების მსახურება არის დიდკურთხევანში. პატრიარქის ღირსებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესია საპატრიარქო ღირსების გახლავთ, პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ეს წმინდა ლიტურგიაშია ჩართული. უპირატესი მღვდელმთავრები მსახურობენ, ეს ყველაფერი გაწერილია. აღსაყდრების წესი უკვე ცალკეც არის აღებული კურთხევანიდან და შესაძლოა გამოქვეყნდეს, ყველას შეეძლება უყუროს“,- აღნიშნავს მამა გიორგი ზვიადაძე.

სინდისის პატიმრების გათავისუფლების შესახებ "პირველებმა" კითხვა დასუვა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და მეუფე ილარიონსაც: 

ცნობისთვის, სვეტიცხოველში ამ წუთებში უამრავი ადამიანია შეკრებილი. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სწორედ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. 

ორშაბათს, 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი აირჩიეს.

39-წევრიან სინოდში მან მიიღო 22 ხმა მიიღო.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

 გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი. 

  • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო.
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
  • ფაზისელი მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.