თბილისის ფონიჭალის "აჰლი ბეითის" მეჩეთში ხამენეის განდიდებას განაგრძობენ - მედია

22.06.26 13:13
თბილისის ფონიჭალის "აჰლი ბეითის" მეჩეთში ხამენეის განდიდებას განაგრძობენ - მედია

თბილისის ფონიჭალის "აჰლი ბეითის" მეჩეთში ხამენეის განდიდებას განაგრძობენ - ინფორმაციას "ტაბულა" ავრცელებს. 

გამოცემა ავრცელებს კადრს თბილისის ფონიჭალის "აჰლი ბეითის" მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებიდან, სადაც ერთ-ერთი დამსწრის მაისურზე აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტი იყო გამოსახული.

გავრცელებული ინფფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ახუნდი რახიდ ქერიმოვიც, რომელმაც მარტის დასაწყისში ხამენეის "მოწამეობა დალოცა" და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მსოფლიოში "ყველაზე უარესი" და "ამორალური" ადამიანი უწოდა, მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიშები წამოიწყეს და პირველადი დარტყმების შედეგად ირანის რეჟიმის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

ამავე თემაზე: