გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას პატიმრობა შეეფარდათ

10.07.26 15:29
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას პატიმრობა შეეფარდათ

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - მკვკელობაში ბრალდებულებს დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. 

დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის სასჯელს პენიტენცირში, დავით დეკანოსიძე კი მიმალვაშია.

პროკურატურამ 11 წლის წინ მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა - როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინებათ დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას.

გამოძებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ გიორგი კვარაცხელიას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო 21 წლის ბიჭზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. 

საქმის მასალების მიხედვით, 2015 წელს ორივე დეკანოსიძე და კაჭარავა უკანონოდ შეძენილი იარაღებით გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მივიდნენ და  მაშინ როცა გიორგი კვარაცხელია ქუჩაში იმყოფებოდა, მის მიმართ მრავლობითი გასროლა განახორციელეს.

  • პროკურატურის განცხადებით, თორნიკე კაჭარავას ბრალი წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად და მასზე ძებნა გამოცხადდება. ორივე მათგანს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ორი თვსი წინ "შაბათის ეთერმა" მოამზადა. ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის მოკლული 21 წლის გიორგი კვარაცხელიას დედამ, ინგა კვარაცხელიამ უამბო,  როგორ უყურა შვილის მკვლელობას სამზარეულოდან. დედა ამბობდა, რომ ამოიცნო შეიარაღებული თავდამსხმელები, რომელბმაც ახალგაზრდას ორი სხვადასხვა იარაღიდან 17-ჯერ ესროლეს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ. 

  • ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა - დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ დახმარება ძმებ მიქაძეებსა და ჯოხაძეებს სთხოვეს. ინგა კვარაცხელიამ  "შაბათის ეთერს" უთხრა, რომ თორნიკე კაჭარავა ჩამოთვლილი პირების გარემოცვას წარმოადგენდა. 
  • ქალი ამბობდა, რომ თავის მხრივ ძმებმა მიქაძეებმა და ჯოხაძეებმა „მკვლელობა ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ჩაფარცხეს“.  ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმის ჩაფარცხვაში დიდი ფულია გადახდილი. 

მსგავსი სიახლეები