გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - დაინტერესდება თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძით?

10.07.26 17:32
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - დაინტერესდება თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძით?

მოკლული გიორგი კვარაცხელიას ოჯახი ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელებს "ოთარ ფარცხალაძე და მისი კლანი" მფარველობდა. ინგა კვარაცხელიას თქმით, სწორედ მათ ჩაფარცხეს საქმე. 

დღეს "პირველებმა" საქმის პროკურორს, მედეა ცირამუას ჰკითხა, დადგება თუ არა აღნიშნულ საქმეში ყოფილი მტავარი პროკურორის პასუხისმგებლობსი საკითხი. 

სახელმწიფო მბრალმდებელი ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და თუ ვინმეს  პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, ამას პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რაგირება მოჰყვება. 

თუკი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, მათ ქმედებებსაც შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

როგორც მოგახსენებთ მიმდინარეობს გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში და თუ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მათ ქმედებებსაც შესაბამსიი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ", - განაცხადა მედეა ცირამუამ. 

დღეს პროკურორმა თქვა, რომ გიორგი კვარაცხელიას საქმეში მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები დევს. 

საქმეზე წარმოდგენილია როგორც მოწმეთა ჩვენებები ასევე ექსპერტიზის დასკვნები და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ დადასტურებულია საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს სწორედ ბრალად წარდგენილი ქმედება", - განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარეს ბრალის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულებ არ აქვს წარმოდგენილი.

„ბრალდება აბსტრაქტულად საუბრობდა გარკვეულ საფრთხეებზე, მიმალვის საფრთხეზე, თუმცა არ აქვს არანაირი ფაქტი, რაც დაადასტურებდა, რომ დავით დეკანოსიძე ინფორმირებულია, რომ მას იბარებდნენ პოლიციაში ან დღეს, სასამართლოში. ასევე, საუბრობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე, მაგრამ ვერ დაასახელა ვერცერთი მოწმე და მტკიცებულება, რაზედაც ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს. ასევ საუბრობდა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე, რაც მიმაჩნია, რომ ასევე არ არსებობს ეს საფრთხე. დავით დეკანოსიძე დღეის მდგომარეობით არის ნასამართლობის არმქონე პირი.

გუშინ გადმომცეს სისხლის სამართლის საქმეები, შესაბამისად, ჩემ დაცვის ქვეშ მყოფთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. გავეცანი მასალებს, ვერანაირი მტკიცებულება, პირდაპირი კი არა, ირიბიც ვერ ვიპოვე, რაც დაადანაშაულებდა დავით დეკანოსიძეს აღნიშნული ბრალდების ჩადენაში“, - განაცხადა დავი დეკანოსიძის ადვოკატმა, ალექსანდრე ჩხეიძემ.

გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - მკვკელობაში ბრალდებულებს დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. 

დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის სასჯელს პენიტენცირში, დავით დეკანოსიძე კი მიმალვაშია.

პროკურატურამ 11 წლის წინ მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა - როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინებათ დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას.

გამოძებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ გიორგი კვარაცხელიას ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო 21 წლის ბიჭზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. 

საქმის მასალების მიხედვით, 2015 წელს ორივე დეკანოსიძე და კაჭარავა უკანონოდ შეძენილი იარაღებით გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მივიდნენ და  მაშინ როცა გიორგი კვარაცხელია ქუჩაში იმყოფებოდა, მის მიმართ მრავლობითი გასროლა განახორციელეს.

  • პროკურატურის განცხადებით, თორნიკე კაჭარავას ბრალი წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად და მასზე ძებნა გამოცხადდება. ორივე მათგანს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ორი თვსი წინ "შაბათის ეთერმა" მოამზადა. ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის მოკლული 21 წლის გიორგი კვარაცხელიას დედამ, ინგა კვარაცხელიამ უამბო,  როგორ უყურა შვილის მკვლელობას სამზარეულოდან. დედა ამბობდა, რომ ამოიცნო შეიარაღებული თავდამსხმელები, რომელბმაც ახალგაზრდას ორი სხვადასხვა იარაღიდან 17-ჯერ ესროლეს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ. 

  • ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა - დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ დახმარება ძმებ მიქაძეებსა და ჯოხაძეებს სთხოვეს. ინგა კვარაცხელიამ  "შაბათის ეთერს" უთხრა, რომ თორნიკე კაჭარავა ჩამოთვლილი პირების გარემოცვას წარმოადგენდა. 
  • ქალი ამბობდა, რომ თავის მხრივ ძმებმა მიქაძეებმა და ჯოხაძეებმა „მკვლელობა ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ჩაფარცხეს“.  ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმის ჩაფარცხვაში დიდი ფულია გადახდილი. 

მსგავსი სიახლეები