გური დადიანიძემ დედას უთხრა, რომ ტელეფონის კარტა იყო დამწვარი, თუმცა კარტა არ ყოფილა გადამწვარი - ინტერვიუ ოქროს მოწმესთან
12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმის ოქროს მოწმე ამბობს, რომ საბედისწერო დღეს გური დადიანიძეს თან მობილური ტელეფონი არ ჰქონდა.
როგორც ანი გელაშვილი "პირველებთან" ინტერვიუში" ამბობს, დაადიანიძემ დედას, სოფო ბიბილაშვილს უთხრა, რომ კარტა გადამწვარი ჰქონდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ არავითარი ტელეფონის კარტა არ ყოფილა გადამწვარი.
გელაშვილს, რომელიც 2014 წელს დადიანიძესთან ერთად მლეთაში იმყოფებოდა, ასევე კითხვებს უჩენს ერთი დეტალიც - გოგო ამბობს, რომ ლომისობის დღესასწაულზე წასვლა იმ დრეს დაიგეგმა, გურიკამ კი ამის შესახებ დედას წინა დღეს შეატყობინა.
არ ჰქონდა მას თან მობილური ტელეფონი. დედას უთხრა, რომ ტელეფონის კარტა იყო დამწვარი, თუმცა არანაირი კარტა არ ყოფილა გადამწვარი.
აქ კიდევ ერთი ძალიან საეჭვო გარემოებაა, ლომისაზე წასვლა დაიგეგმა იმ დღეს, და ჩვენ არავინ ვიცოდით თუნდაც წინა დღეს, რომ ჩვენ წავიდოდით ლომისაზე, რომ გავიგე ქალბატონი სოფოსგან, რომ გურიკამ წინა დღეს შეატყობინა ლომისაზე წასვლის შესახებ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამიჩნდა, რანაირად? თუკი ჩვენ იმ დღეს დავიგეგმთ", - ამბობს ანი გელაშვილი.
ოქროს მოწმე მკვლელობის ვერსიას ცალსახად გამორიცხავს. კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ვერსიას, რომ გური დადიანიძე შესაძელოა ოჯახის წევრებს ემალებოდეს , ანი გელაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:
ამაზე ალბათ უფრო ოჯახის წევრები გაგცემენ პასუხს. არვიცი, იყო კი იქ, რაიმე ისეთი მდგომარეობა, რასაც შეიძლება გურიკა გაქცეოდა, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. მის მამას ძალიან ვეცოდებოდით მთელი ის დღეები", - ამბობს ანი გელაშვილი.
ასევე ნახეთ:
- ექსკლუზიური ინტერვიუ გოგოსთან, რომელიც მლეთაში დაკარგულ ბიჭთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა
- "ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი" - მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს
თუ გური რომელიმე ეპარქიაში გინახავთ, მიმართეთ ოჯახს - მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი საპატრიარქოს მიმართავს
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
- სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმითისმის ბიჭის ხმა “კახა არ მიმატოვო, გეხვეწები“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
რამდენიმე დღის წინ შსს-ს გამოაქვეყნა განცხადა, სადაც დაწერა, რომ რომ კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
ამის შემდეგ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ლომისას მთაზე საგამოძიებო მოქმედებებს სპეციალური ტექნიკით თითქმის ყოველ დღე ახორციელებენ.