ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა

20.08.26 15:41
ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა

 

 

ირაკლი ღარიბაშვილთან რუსთავის ციხეში ადვოკატი შევიდა, რომელიც ასევე მისი ცოლის და ნათია თამაზაშვილია  - როგორც უფლებადამცველმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არ იცის, გამოაქვეყნებს თუ არა ყოფილი პრემიერი დაანონსებულ წერილს დღეს. 

"ვერ გეტყვით, როგორც ირაკლი ჩათვლის საჭიროდ, ისე იქნება" - უთხრა ნათია თამაზაშვილმა "პირველებს". 

ინფორმაცია ამ ეტაპზე არაფერი არ მაქვს, რაც განცხადებაში იყო მითითებული და რაც ირაკლიმ გამოაქვეყნა განცხადებაში, ის შემიძლია მეც დაგიდასტუროთ, რომ არის ამაზე საუბარი. დამატებით ვერაფერს ვერ გეტყვით. 

(კითხვა - ახალ წერილს ხომ არ უნდა ველოდოთ დღეს?) ვერ გეტყვით, როგორც ირაკლი ჩათვლის საჭიროდ, ისე იქნება და თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად გეტყვით. ორი განცხადება იქნა გამოქვეყუნებული. ურთიერთგამომრიცხავი არ იყო, რაც ითქვა სატელევიზიო სივრცეში, თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის", - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა. 

ვინ არის ნათია თამაზაშვილი:

ყოფილი პრემიერის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის და ნათია თამაზაშვილი 2021 წელს შსს-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა - მაშინ "ტვ პირველმა"
ნათია თამაზაშვილს კითხვები დაუსვა და ჰკითხა, თუ როგორ დასაქმდა მაღალ თანამდებობაზე.

  • ცნობისთვის, ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. 

მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.

"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .

ასევე ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები