კრიმპოლის ინფორმაციით, რუსეთიდან გამოგზავნილი ნარკოტიკი 1,5 მლნ ლარის ღირებულებისაა

21.08.26 17:23
კრიმპოლის ინფორმაციით, რუსეთიდან გამოგზავნილი ნარკოტიკი 1,5 მლნ ლარის ღირებულებისაა

კრიმპოლის ინფორმაციით, რუსეთიდან გამოგზავნილი ნარკოტიკული საშუალების, 4კგ-მდე "ალფა პვპ-ს" ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 1,5 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად აღკვეთილი იქნა ადრესატამდე ნარკოტიკების მიღება და დაკავებულ იქნა პირი, რომელსაც 4კგ-მდე "ალფა პვპ-ს" რეალიზაცია უნდა მოეხდინა. 

სირაძის თქმითვე, მიმდინარეობს დამატებითი ღონისძიებები ნარკოდანაშაულში შესაძლო ჩართული სხვა პირების გამოსავლენად. 

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, საზღვარგარეთიდან მისთვის შენიღბულად გამოგზავნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას გეგმავდა.

დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება თბილისში ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა მიეღო. პოლიციის მიერ ოპერატიულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად აღკვეთილი იქნა ადრესატამდე ნარკოტიკების მიღება, რის შემდეგაც კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში დაკავებული იქნა აღნიშნული პირი. 

მიმდინარეობს დამატებითი ღონისძიებები ნარკოდანაშაულში შესაძლო ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით", - განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოში დიდი ოდენობით მკვლელი ნარკოტიკი რუსეთიდან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა - საუბარია 4 კგ-მდე ალფა პვპ-ზე.

დაკავებული რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც 4 კგ. ნარკოტიკი გასაყიდად რუსეთიდან გადამყვანი მძღოლის საშუალებით გამოუგზავნეს.

 

მსგავსი სიახლეები