სიმონ ჯანაშია: სახელმწიფომ ჰარვარდში პროგრამა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პროფესორებმა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს

22.08.26 15:59
სიმონ ჯანაშია: სახელმწიფომ ჰარვარდში პროგრამა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პროფესორებმა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ სახელმწიფომ ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამის დაფინანსება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ამ პროგრამაში ჩართულმა პროფესორებმა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ღიად გამოთქვეს უკმაყოფილებ.

მას მერე გაუჩნდა პრობლემები ამ პროგრამას - ამბობს სიმონ ჯანაშია. 

მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს იზოლაციას გულისხმობს საერთაშორისო და განსაკუთრებით დასავლური აკადემიური სივრცისგან.

სახელმწიფომ შეწყვიტა ჰარვარდში საქართველოს შემსწავლელი პროგრამა, მას შემდეგ, რაც ამ პროგრამაში ჩართულმა პროფესორებმა ღიად გამოთქვეს უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით. მას მერე გაუჩნდა პრობლემები ამ პროგრამას. თუმცა ეს მხოლოდ ამ შემთხვევებთან არ იყო დაკავშირებული.  ეს არის ზოგადად იმ პოლიტიკის ნაწილი, რაც საქართველოს იზოლაციას გულისხმობს საერთაშორისო და განსაკუთრებით დასავლური აკადემიური სივრცისგან. ჰარვარდის უნივერსიტეტი იყო ერთგვარი ფანჯარა ქართველი მეცნიერებისთვის და სტუდენტებისთვის და ასევე დასავლელი მეცნიერებისთვის, იმისთვის, რომ დასავლეთსა და საქართველოს შორის ეს კავშირი შემდგარიყო.  როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას ეს ფანჯარა არ მოსწონს". - ამბობს სიმონ ჯანაშია. 

ასევე ნახეთ:

საქართველოს განათლების სამინისტრომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა აღარ დააფინანსა. სამინისტრომ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ „პროგრამის ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“.

სამინისტრო 2026 წლის 21 აგვისტოს წერილობით განცხადებაში ირწმუნებოდა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს პროგრამის ანგარიშგება არ წარმოუდგენია.

ცნობისთვის, ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს დაარსდა. 

  • დეივისის ცენტრის საიტზე ქართველოლოგიის პროგრამის შესახებ ინფორმაცია უკვე წარსულ დროშია ასახული და წერია, რომ „პროგრამის მიზანი იყო საქართველოს გარეთ ქართველოლოგიის წამყვანი ცენტრი გამხდარიყო“ და „მისი შექმნა იყო დიდი მიღწევა“.

 

მსგავსი სიახლეები