მოსწავლეების მშობლები 21-ე სკოლისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

19.09.26 15:36
მოსწავლეების მშობლები 21-ე სკოლისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ

მოსწავლეების მშობლები 21-ე სკოლისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ - მათთვის დამაჯერებელი არ არის ის დასკვნა, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 10 სექტემბერს გასცა.

მშობლებს აინტერესებთ, თუ 10-ში უკვე იცოდნენ, რომ სკოლის შენობა ავარიული იყო, მაშინ რატომ შეუქმნეს 1200 ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე?

მოქალაქეებს ეჭვი აქვთ, რომ გამომდინარე ადგილმებარეობიდან, შესაძლოა სკოლის შენობა ინვესტორზე გასხვისდეს და იქ სასწავლო დაწესებულების ნაცვლად სხვა ფაართი აშენდეს. 

15 სექტემბერს საქართველოს ჰიმნის ქვეშ გვაზეიმეს ამ ავარიულ შენობაში სწავლის დაწყება. 1200 ბავშვი იყო ამ სკოლაში შეკრებილი. 15 სექტმებრამდე სად იყო ექსპერტი და თუნდაც შუალედური დასკვნა რატომ მოამზადა, თუ ასეთი კატასტროფა ხდებოდა ამ შენობის თავს და  ეს სენობა ყოველ წამს შეიძლება ჩამონგრეულიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც გუშინ დღის მეორე ნახევარში გაგვაცნეს. ვითხოვთ ალტერნატიული ექსპეტიზის ჩატარებას. ეს ადგილი არის საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე. რა თქმა უნდა, მსუყე ადგილია სხვადასხვა კომერციული მიზნებისთვის და რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეიძლება კომერციული მიზნებისთვის", - ამბობს მშობელი. 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სკოლის შემოწმება 2025 წლის სექტემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოითხოვა,  სამხარაულის ექსპერტები კი ადგილზე გასული წლის დეკემბერში მივიდნენ.

  • მუნიციპალური განვითარების ფონდი სამხარაულს სთხოვდა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეეფასებინათ 21-ე საჯარო სკოლის შენობების ტექნიკური მდგომარეობა მიმდინარე პერიოდისთვის, შენობების სეისმური მდგრადობა და რენტაბელურია თუ არა არსებული სკოლის შენობების რეაბილიტაცია.

ამის შემდეგ დაიწყეს დასკვნის მომზადება, რომელიც საბოლოოდ 10 სექტემბერს გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს მაინც გახსნეს, 18-ში კი დახურეს. 

  • შეგახსენებთ, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მშობლების ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება მათ სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს.
  • მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის, ყოფილი მე-6, ე.წ. „გერმანული სკოლის“ შენობა ავარიულად გამოცხადდა და, როგორც მათ ადმინისტრაციამ აცნობა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს.
  • ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მათ დაჰპირდა, რომ შემდგომი სასწავლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.

მსგავსი სიახლეები