შსს-ს ბუფეტის ქვემოთ არის „ოტოშნიკების“ ჯოგი, საიდანაც უსმენენ ხალხს - ყოფილი მაღალჩინოსანი
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი ირემაშვილის მტკიცებით, ჩიტაძის ქუჩაზე სუს-ის გენერალური ინსპექციის კიდევ ერთი შენობაა, საიდანაც ტოტალური თვალთვალი და მიყურადება ხორციელდება.
თუმცა, ჩიტაძის ქუჩა არ არის ერთადერთი, საიდანაც უსმენენ საქართველოს მოქალაქეებს.
თუ ირემაშვილს დავუჯერებთ, შსს-ს სასადილოს ქვემოთ არის მოწყობილი მოსმენების სამსახური და იქიდან 24 საათის განმავლობაში ხორციელდება მოქალაქეების მოსმენა.
„ბუფეტი რომ არის შსს-ში, აი მაგის დაბლა არის ზუსტად. გენერალური სტაიანკა არის პირველი, აი მაქეთა მხრიდან რომ შეიხედო, დაინახავ, რომ ჯოგი „ოტოშნიკების“ შედიან და გამოდიან. იქ არის გაშლილი ყველაფერი. იქ რომ გადაიღო, კადრი იქნება, 20 კაცი რომ ზის, ყურზე უკეთია ნაუშნიკი, კომპიუტერი არის ჩართული და ექსელის ფორმატი არის ეკრანზე გამოსული. აი ეს არის მთელი „ოტო“, რაღაცა მტკიცებულებას რომ ითხოვენ, მატი კი არაფერი არ არის“. - ამბობს ირემაშვილი.
სისტემას, ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ მაღლაჩინოსანი, გიორგი იმერლიშვილი ამხელს, რომელმაც ქვეყანა ოჯახთან ერთად უკვე დატოვა.