სუს-ს აგენტები გაფორმებული არ ჰყავს, მეეზოვეები და სტაიანშიკები ჰყავს ბაზაში, რომელთაც 50 ლარს უხდიან - ირემაშვილი

23.09.22 15:51
სუს-ს აგენტები გაფორმებული არ ჰყავს, მეეზოვეები და სტაიანშიკები ჰყავს ბაზაში, რომელთაც 50 ლარს უხდიან - ირემაშვილი

ყოფილმა ძალოვანმა დღეს უთქმელი ამბები გაასაჯაროვა. თუმცა ამბობს, რომ ეს ყველაფერი არ არის და გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს.

შსს-ს ყოფილი მაღალჩნოსანი, წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოსმენების სამსახურის ფორმირებაში, 

თუ გიორგი ირემაშვილს დავუჯერებთ, სუს-ს აგენტები ოფიციალურად გაფორმებული არ ჰყავს, თითო აგენტს ჰყავს მინიმუმ 3-4 აგენტი, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაცის აწვდიან. 

ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ სუს-ში აგენტებად ჩაწერილი ჰყავთ, როგორც მეეზოვეები, ისე სტაიანშიკები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც თვეში 50 ლარს უხდიან.

„რომ გგონიათ აგენტი გაფორმებული უნდა იყოს, საერთოდ არ არის ბაზაში. ბაზაში რომ ჩაიხედო, მარტო მეეზოვეები, სტაიანშიკები და სოციალრუად დაუცვლებეი არიან. ვიღაცა უბრალოდ ბაზაში რომ იყოს და 50 არს რომ უხდის თვეში. იმიტომ რომ გთხოვენ რომ ბაზაში უნდა გყავდეს აგენტი. ზოგან ითხოვენ რომ ერთ ოეპრსზ უნდა ჰყავდეს 3 აგენტი, ზოგს 6 უნდა ჰყავდეს. მინიმუმ ერთი მაინც უნდა გყავდეს“.- ამბობს ირემაშვილი.  

სისტემას, ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ მაღლაჩინოსანი, გიორგი იმერლიშვილი ამხელს, რომელმაც ქვეყანა ოჯახთან ერთად უკვე დატოვა.