ჩემს ქმარს მოუგონეს, სახლის წართმევა უნდათ - ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ცოლი

23.11.22 11:12
ჩემს ქმარს მოუგონეს, სახლის წართმევა უნდათ - ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ცოლი

სამეგრელოში 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 28 წლის მამაკაცის ცოლი ამბობს, რომ მის ქმარს ბავშვის დედამ სახლ-კარის წართმევის მიზნით მოუგონა ყველაფერი.

ქალი დარწმუნებულია, რომ მის ქმარს ძმისშვილსზე სექსუალურად არ უძალადია და ბავშვს დედამ შთააგონა, რომ პოლიციისთვის ტყუილი ეთქვა.

"შვილები არ აინტერესებს, არაფერი არ აინტერესებს. დამიკავა უდანაშაულოდ ქმარი. მაგის შვილებს ერთს ვზრდით ჩვენ, მეორეს ზრდილს მული. მოვიდა და გვითხრა, აქო, სამარცხვინო მაჩვენაო, მერე 8 წლის შვილი გამიუპატიურაო. ეს არის არარსებული. დედამ ჩააგონა ბავშვს ეს თქვიო, ეს სახლ-კარი უნდა და ჯინი ჰქონდა ჩემი ქმრის და ასეთი ტყუილი მოუგონა".- ამბობს დაკავებულის ცოლი.

28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის  ბრალდებით არის დაკავებული.

მეორე კლასელი გოგონა ამტკიცებს, რომ მასზე ბიძა სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოზარდს გაჩუმების სანაცვლოდ  აშანტაჟებდა.

ამბავი კი მას შემდეგ გასკდა, რაც სკოლის მსოწავლემ სექსულური ძალადობის შესახებ ყველაფერი დედას მოუყვა.

28 წლის კაცი ახლა ციხეშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ემუქრება .

დაკავებული კაცი ბრალს არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.