ძმისშვილის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ

23.11.22 15:06
ძმისშვილის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ

ძალადობდა თუ არა 28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილზე სექსუალურად?- მოზარდის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნული ამბის შესახებ 2-3 დღის წინ გაიგეს, მაშინ, როდესაც  ფსიქოლოგმა სკოლაში დარეკა.

დირექტორის თქმით, მოზარდთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.

მისგან ასეთი რამ, რომ ან უფრო გულჩათხრობილი ყოფილიყო სხვა დროსთან შედარებით, ასეთი რამ ბავშვს არ აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე ის სკოლაში არ დადის, მშობელს ფსიქოლოგთან დაჰყავს. ექსპერტიზის პასუხი მითხრეს, რომ 10 დღეში იქნება. რამე ისეთი აბსოლუტურად არ ემჩნევა ბავშვს“. - ამბობს სკოლის დირექტორი.

28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის  ბრალდებით არის დაკავებული.

მეორე კლასელი გოგონა ამტკიცებს, რომ მასზე ბიძა სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოზარდს გაჩუმების სანაცვლოდ  აშანტაჟებდა.

ამბავი კი მას შემდეგ გასკდა, რაც სკოლის მსოწავლემ სექსულური ძალადობის შესახებ ყველაფერი დედას მოუყვა.

28 წლის კაცი ახლა ციხეშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ემუქრება .

დაკავებული კაცი ბრალს არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.