"დრო არ ითმენს, ჩანიშნეთ აუდიენცია " - სააკაშვილის ადვოკატის წერილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს

24.11.22 11:02
"დრო არ ითმენს, ჩანიშნეთ აუდიენცია " - სააკაშვილის ადვოკატის წერილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს

მოვლენატა ეპიცენტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა - სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშილის ადვოკატი მივიდა. 

შალვა ხაჭაპურიძეს პრეზიდენტის სახელზე წერილი შეიტანა. უფლებადამცველი ზურაბიშვილთან შეხვედრას მოითხოვს.

ხაჭაპურიძეს უნდა ზურაბიშვილს სააკაშვილის სამედიცინო დასკვნები პირადად გააცნოს, უთხრას, რომ მესამე პრეზიდენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია და სასწრაფოდ უცხოეთში გადაყვანას საჭიროებს.

მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვთ, რომ მე მიმიღოს პირადად და მოხდეს აუდიენცია, ვინაიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მე ვითხოვ, რომ შევხვდე და გავაცნო საქმის მასალები, ასევე საექსპერტო დასკვა და ვისაუბროთ, რა გამოსავალი შეიძლება გამოვნახოთ. მივმართავთ ასევე სასჯელის გადავადების მოთხოვნით, შეწყალების თხოვნით არ მიგვიმართავს". - თქვა ხაჭაპურიძემ.

ორბელიანების სასახლესთან, ამ წუთებში, იკრიბებიან ექიმებიც. 

ზურაბიშილთან შეხვედრა მედიკოსებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც BBC-ის პირდაპირ ეთერში პრეზიდენტმა თქვა, რომ სააკაშილის მდგომარეობა აინტერესებს, თუმცა ჯერ მასთან დოკუმენტები არ მისულაა.