რატომ დატოვა მხატვარმა გია ბუღაძემ თსუ- უნივერსიტეტის განმარტება
რატომ დატოვა მხატვარმა გია ბუღაძემ თსუ? -თბილისის სახელმწიფო უნივრესიტეტი თავის მართლების რეჟიმშია. დაწესებულების ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ გია ბუღაძე საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.
თსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თამარ დოლბაია, გია ბუღაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მხატვარი არავის გაუთავისუფლებია და მან სტუდენტებში ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
მოხდა ისე, რომ დაგვიანებით მოიტანა ნასამართლეობის ცნობა და ამ დროს ჩვენ ამ განსხვავებულ ტარიფებს პლიუს კიდევ ვაზუსტებთ. როგორც ვიცი, კადრების სპეციალისტმა უთხრა, ეს დაზუსტებული ჯერ არ მაქვს და ორ დღეში მექნებაო. ასე უთქვამს, კი ბატონო, რამდენიმე დღეში მოვალო.
როგორც გავიგე, იმ რამოდენიმე დღეში სტუდენტებს უთხრა, მიშვებენ უნივერსიტეტიდანო.
არავინ არ უშვებს უნივერსიტეტიდან, მე დღესაც ველოდები, არა მარტო მე, მიმართულება, პროგრამა, სტუდენტები.
რექტორი ჯერ მოვალეობის შემსრულებელია სულ რამდენიმე კვირაა და ის ასეთ საკითხებში არ ერევა - ამბობს თამარ დოლბაია.
გია ბუღაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტში ლექციებს აღარ წაიკითხავს. ცნობილი ქართველი მხატვარი 15 წლიანი მუშაობის შემდეგ აიძულეს, რომ სტუდენტებთან კავშირი გაეწყვიტა.
ბია ბუღაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს.