ჩაერთეთ ბავშვთა პანსიონატში არსებულ ვითარებაში, შეწყდეს უკანონობა - ნაცვლიშვილი
შეწყდეს ეს უკანონობა, რაც ნინოწმინდის პანსიონატში ხდება" - ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
დეპუტატი პარლამენტს მოუწოდებს, ჩაერთოს პროცესებში და მიაღწიოს იმას, რომ სახალხო დამცველს ბავშთა პანსიონში შესვლის საშუალება მიეცეს.
ეს არის უკიდურესად საშიში პრეცენდენტი. გაეროს ბავშვთა კომიტეტი ამბობს, რომ სასწრაფოდ მიეცეს სახალხო დამცველს თავისი უფლებების განხორციელების საშუალება და სახელმწიფო ამაზე არაფერს არ აკეთებს?... ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ კერძო პირები აცხადებენ, სახელმწიფო აქ მე ვარო... თუ ამას შევეგუებით, იქნება ხვალ 10, 20, 200 შემთხვევა, როცა ზოგი კომბლით დარბის ქუჩაში და ზოგი რას აკეთებს... მოგიწოდებთ ინდივიდუალურადაც და როგორც პარლამენტს, ყველა აღმასრულებელი უწყება ჩაერთოს და შეწყდეს ეს უკანონობა; .... წარმოუდგენელია, რომ საკანონმდებლო ორგანო არ იმჩნევდეს - განაცხადა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა.
ნინოწმინდის პანსიონში გაეროს ბავშვთა კომიტეტის მოთხოვნის მიუხედავად სახალხო დამცველს არ უშვებენ.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს