თავდამსხმელს ორი იარაღი ჰქონდა - გოგებაშვილზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი კადრები (ვიდეო)

05.05.23 13:45
თავდამსხმელს ორი იარაღი ჰქონდა - გოგებაშვილზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი კადრები (ვიდეო)

ვერაზე მომხდარი სისხლიანი ანგარისწორების ამსახველი ახალი კადრები, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელს ორი იარაღი ჰქონდა.

დედაქალაქის ცენტრი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად გუშინ საღამოს იქცა.  

ადგილიდან "პირველების" მიერ მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ ვერაზე გიჩო მარგველაშვილს თავს შეიარარებული პირი დაესხა და დაჭრა. ვერის საძმოს გავლენიანი წევრის დაცვამ გასროლა საპასუხოდ  განახორციელა. მოკლულია 38 წლის საბა გახოკია.

დაჭრილია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდეოდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა.

სპეციალური საგამოძებო სამსახური დაკავებულ დაცვის თანამშრომელს 108-ე მუხლს, განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაზინააღმდეგოდ ტარებას ედავება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები