"20 წლის წინ გიჩო მარგველაშვილმა გახოკია იარაღით დაჭრა" - ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოტივად შურისძიება სახელდება

05.05.23 15:14
 "20 წლის წინ გიჩო მარგველაშვილმა გახოკია იარაღით დაჭრა" - ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოტივად შურისძიება სახელდება

გოგებაშვილზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა - რამდენიმე წუთის წინ "პირველებისთვის" მომხდარის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

გარდაცვლილ საბა გახოკიას ახლობლები პირად საუბრებში,  დანაშაულის მოტივად წარსულში მომხდარ კონფლიქტზე შურისძიებას ასახელებენ.

როგორც ისინი ყვებიან, 20 წლის წინ გიჩო მარგველაშვილსა და საბა გახოკიას შორის გარკვეული დაპირსიპირება განვითარდა, რა დროსაც მარგველაშვილმა ცივი იარაღით დაჭრა გახოკია, რის შემდეგაც გარდაცვლილი, წლების განმავლობაში ცდილობდა შური ეძია მარგველაშვილზე.

ოჯახის წევრები იმასაც ამბობენ, რომ მათ საბა გახოკიას განზრახვის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი კაცის ცხედარი პროცექტურიდან სახლში გადაასვენეს. გახოკია ბიზნესმენი იყო, ის სამშენებლო მასალების ბიზნესს ფლობდა. 

დედაქალაქის ცენტრი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად გუშინ საღამოს იქცა.  

ადგილიდან "პირველების" მიერ მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ ვერაზე გიჩო მარგველაშვილს თავს შეიარარებული პირი დაესხა და დაჭრა. ვერის საძმოს გავლენიანი წევრის დაცვამ გასროლა საპასუხოდ  განახორციელა. მოკლულია 38 წლის საბა გახოკია.

დაჭრილია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდეოდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა.

სპეციალური საგამოძებო სამსახური დაკავებულ დაცვის თანამშრომელს 108-ე მუხლს, განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაზინააღმდეგოდ ტარებას ედავება.


 

 

მსგავსი სიახლეები