პუტინის ომში, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი - რას ამბობს გივი ვანიშვილის მეგობარი

07.06.23 15:42
პუტინის ომში, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი - რას ამბობს გივი ვანიშვილის მეგობარი

პუტინის ომში, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველის უახლოესი გარემოცვა "პირველებთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ გივი ვანიშვილი რუსეთის ერთ-ერთ პოლკში მსროლელის თანამდებობაზე პირადად ჩაირიცხა. 

სამხედრო ექსპერტი, ტრისტან წითელაშვილი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში მეგობარი ამოიცნო. 

გივის ვიცნობ, ის იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში - აფხაზეთში, სამაჩაბლოში, მე იქიდან ვიცნობ. სახეზეც, ვიდეო, რომ გავრცელდა ვიცანი, ადრე დონეცკიდიან ინტერვიუებსაც იძლეოდა და კი გივია ვანიშვილი. ის არის სადღაც 4-5 თვის ჩასული დონეცკში, ის ოფიციალურად ჩაირიცხა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ პოლკში და იყო მსროლელის თანამდებობაზე. ადრე იყო დაკავებული, მაგრამ რაზე და რა მუხლით, მაგას ვერ გეტყვით". - ამბობს ტრისტან წითელაშვილი.

ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ექვსი სამხედრო, რომელტა სორის არიან გივი ვანიშვილი და ნოდარ ბახტურიძე.

ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ქართველ ტყვესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გაუვრცელებია.