გვირტყეს, კიბეებიდან დაგვაგორეს, კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხია - სტუდენტი

17.06.23 12:54
გვირტყეს, კიბეებიდან დაგვაგორეს, კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხია - სტუდენტი

დაპირისპირება თსუ-ში - აქციის მონაწილე სტუდენტს, რომელსაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა უნდოდა, ამბობს, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ, ურტყეს და კიბეებიდან დააგორეს.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ირაკლი კობახიძის მიერ იყვნენ ორგანიზებული.

"აუდიტორიაში როცა შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, ჯერ ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს გვირჩევდნენ, შემდეგ გამოვიდნენ აუდიტორიიდან, აღარ მოერიდნენ არაფერს, პლაკატები წაგვართვეს, სადღაც 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს, ამ დროს დაცვა იქ არ არის, არავინ იქ არაა, შემდეგ მოვიდა დაცვა, რომ გვცემეს და შემდეგ გამოგვათრიეს იქიდან. ეს ის ხალხია, რომლებიც სტუდენტები არ არიან, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.