ტურისტული ჯავშნები აჭარის მიმართულებით მასობრივად უქმდება
ჯავშნები აჭარის მიმართულებით მასობრივად უქმდება. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, ყველაზე მეტად საქართველოში ჩამოსვლისგან თავს ევროპის ქვეყნებიდან იკავებენ.
მიზეზი კახოვკის კაშხლის აფეთქება გახდა, რადგან მოქალაქეებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი აშინებთ. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ საქართველო ამ ეტაპზე რისკ ზონაში არ არის.
შავ ზღვაში წყლის ხარისხის შესახებ შეკითხვები მას შემდეგ გააქტიურედა, რაც უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი დაინგრა.
კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები შეიძლება შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს - ამის შესახებ გაეროს გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელმა პოლ ჰესლოპმა განაცხადა. მისივე თქმით, წყალი აგრძელებს დინებას და ნაღმებიც გადააქვს. ჰესლოპი ამბობს, რომ ასეთია ნაღმი "პეპელა", რომელიც პატარაა, ჰერმენტული და პლასტმასის - სავსეა თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებებით და შეუძლია წყალზე ცურვა.