"ვერ გააპრავებენ" - ვაშაძე ღარიბაშვილის სკანდალზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მთავრობის მესამე განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნება" პრემიერის ჩარტერულ ფრენას ვერ "გააპრავებს".
ვაშაძის თქმით, ღარიბაშვილი, ცარიელ-ტარიელი მოვიდა ხელისუფლებაში, ახლა ზემდიდარი აღმოჩნდა.
ვერ გააპრავებენ. ხალხი გაჭირვებულია. ეს ადამიანი, რომელიც ცარიელ-ტარიელი მოვიდა ხელისუფლებაში, ზემდიდარი ყოფილა. თურმე ამხელა ფული აქვს, რომ შეუძლია ერთი ფრენისთვის გაისროლოს ამხელა თანხა. დეკლარაციაში იმიტომ არ არის, რომ ეს არის კორუფციით ნაშოვნი ფული, ეს არის ხალხის ძარცვით ნაშოვნი ფული". - ამბობს ვაშაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასული სკანდალურ გამოძიება, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისზე, ამერიკულ ძვირადღირებულ არდადეგებზე და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეზე პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა.