გაიზრდება თუ არა კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბრალდებულთა წრე? - რას ამბობს მინისტრი

02.11.23 17:11
გაიზრდება თუ არა კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბრალდებულთა წრე? - რას ამბობს მინისტრი

გაიზრდება თუ არა კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბრალდებულთა წრე? - როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა,  იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ გაქცეულ პატიმრებს ხელი სხვა ადამიანებმაც შეუწყვეს, ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს. 

ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას მუშაობაში. რადგან, შესაძლოა, მათ შორის სხვა პირების პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. 

თუ გამოვლინდება, ხელშემწყობი იქნება ეს, თუ სხვა პირი, რა თქმა უნდა  მათ მიმართაც დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა", - განმარტავს იუსტიციის მინისტრი.

კლინიკიდან გაქცეული პატიმრების შესახებ იუსტიციის მინისტრმა ახალი დეტალები გააჟღერა - ირკვევა, რომ მსჯავრდადებულებმა გაქცევა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოახერხეს.

ბრეგაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს მისი თქმით, ყველა დეტალი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც ბრეგაძე ამბობს, დაკავებულ პატიმრებს სასჯელი დაუმძიმდებათ და სასამართლოს მხრიდან დანაშაულის დადგენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 6-დან 8 წლამდე ემუქრებათ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ დაკავებულებს შორის პენიტენციური უწყების თანამშრომელია და განმარტავს, რომ მისი დაკავების მიზეზს გამოძიება დაადგენს.