დაღუპეს, ვალებში ჩაგვაფლეს - მერიამ აფრიკის დასახლებაში 33 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა

06.12.23 15:16
დაღუპეს, ვალებში ჩაგვაფლეს - მერიამ აფრიკის დასახლებაში 33 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა

მილიონერი დეპუტატების და თანაგუნდელების სახლებს კალაძე ვერ ეხება, სამაგიეროდ მერმა სახლები ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს თავზე დაანგრია. 33 ოჯახი კალაძის გადაწყვეტილებით ახალ წელს ბავშვებთან ერთად, სავარაუდოდ, ღია ცის ქვეშ  შეხვდება.

ადგილობრივები "პირველებთან" აცხადებენ, რომ სახლის აშენების მიზნით, ხახლმა ბანკიდან პროცენტიანი სესხი გამოიტანა, თუმცა მთავრობის მიერ გაცემული განკარგულებით, თბილისის მერმა მოქალაქეები უსახლკაროდ დატოვა.

არავითარი გაფრთხილება, არც ფურცელი ჩემთან არაფერი მოსულა. კედელი მქონდა ამოყვანილი, დაფარებაღა უნდოდა და მოვიდნენ, ყველაფერი გაანადგურეს. დაღუპეს ხალხი, ამოდენა ვალებში ჩაგვაფლეს და სხვა რა უნდა იყოს. თუ რამე გამჩნდა ყველაფერი გაყიდული მაქვს და ლომბარდებში მაქვს. ბოლო თეთრით ნაყიდი მაქვს მასალა და ყველაფერი გამინადგურეს", - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ამის პარალელურად მერია თავის გამართლების რეჟიმშია გადასული. მათი მტკიცებით, ტერიტორიაზე შენობები უკანონოდ იდგა, ამიტომ დემონტაჟი ისევ გაგრძელდება.